შაუმიანის N3 სკოლის პედაგოგ მადონა ესაკიას განსაკუთრებული ღვაწლისა და დამსახურებისთვის მენტორის სტატუსი მიენიჭა
07-10-2022
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანის N3 საჯარო სკოლის პედაგოგები პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე დაუღალავად ზრუნავენ.

სკოლის დირექციისთვის და თითოეული პედაგოგისთვის მასწავლებელთა წარმატება ყოველთვის სასიხარულოა. ამჯერად კი, სკოლაში პედაგოგ მადონა ესაკიას კარიერულ წინსვლას ზეიმობენ. 

განსაკუთრებული ღვაწლისა და დამსახურებისთვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილის სპეციალური ბრძანებით, მადონა ესაკიას მენტორი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა.

დირექცია და მასწავლებლები პედაგოგს ულოცავენ ამ მიღწევას და მეტ კარიერულ წინსვლას უსურვებენ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203