დმანისის N2 საჯარო სკოლის პედაგოგებს პროფესიული დღე განსაკუთრებულად მიულოცეს
07-10-2022
საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის დმანისის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, მაია მურჯიკნელმა პედაგოგებს ეს მნიშვნელოვანი დღე მიულოცა და თავდაუზოგავი შრომისთვის მადლობა გადაუხადა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი (სპმთპ) უკვე მრავალი წელია, რაც ტრადიციულად აღნიშნავს მასწავლებლის საერთაშორისო დღეს, დედაქალაქსა და საქართველოს ყველა რაიონში.

აღსანიშნავია, რომ 5 ოქტომბერს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. იუნესკოს მიერ მასწავლებელთა საერთაშორისო დღედ 5 ოქტომბრის დაწესება აჩვენებს იმ წვლილს, რომელსაც პედაგოგები მომავალი თაობების აღზრდისა და განათლებისთვის იღებენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203