ლაჯანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პედაგოგებს, მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით, სიურპრიზი მოუწყვეს
07-10-2022

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაჯანის საჯარო სკოლაში მასწავლებლის საერთაშორისო დღე საინტერესოდ აღინიშნა. 

მოსწავლეებმა პედაგოგებს სიურპრიზი მოუწყვეს, მისალოცი ბარათები დაურიგეს, ღვაწლისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს და პროფესიული დღესასწაული დიდი სიყვარულით მიულოცეს. 

აღსანიშნავია, რომ ლაჯანის საჯარო სკოლის მასწავლებლები ძალ-ღონეს არ იშურებენ, რომ მოსწავლეებს ხარისხიანი და სიღრმისეული განათლება მისცენ, რაც ნამდვილად დასაფასებელია. 

მასწავლებელთა საერთაშორისო დღე 5 ოქტომბერს აღინიშნება. ამ დღის აღნიშვნა სათავეს 1994 წლის 5 ოქტომბრიდან იღებს.

თუმცა, მანამდე, 1966 წლის 5 ოქტომბერს, იუნესკოსა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მოწვეულ კონფერენციაზე, შემუშავდა რეკომენდაცია „მასწავლებელთა მდგომარეობის შესახებ“ - ეს იყო პირველი საერთაშორისო დოკუმენტი, რომელიც მასწავლებელთა შრომის პირობებს განსაზღვრავდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203