
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლასურიაშის საჯარო სკოლაში მოსწავლეებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ექცევა. სკოლის დირექცია და პედაგოგები მომავალ თაობას არაერთ აქტივობასა თუ ღონისძიებას სთავაზობენ და მათი ნიჭისა და შესაძლებლობების წარმოჩენას ცდილობენ.
ამჯერადაც, ლასურიაშის საჯარო სკოლაში, „ევროპის სპორტის კვირეულისა“ და სასკოლო პროექტის - „ჩვენ ვირჩევთ ჯანსაღ ცხოვრებას“ ფარგლებში მრავალფეროვანი სპორტული თამაშები ჩატარდა. მოსწავლეები ერთმანეთს მაგიდის ჩოგბურთსა და მინი ფეხბურთში შეეჯიბრნენ. სკოლაში ასევე გაიმართა სპორტულ-გასართობი შეჯიბრი -„მხიარული სტარტები“.
იხილეთ ფოტოები: