„კლიმატის ცვლილების გავლენა ჩვენს პლანეტაზე“- ერკეთის საჯარო სკოლაში საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლაში თემაზე- „კლიმატის ცვლილების გავლენა ჩვენს პლანეტაზე“ საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა.
გაკვეთილი სკოლაში მიმდინარე მარათონის - „დრო იწურება“, ფარგლებში გაიმართა.
მოსწავლეები გაეცნენ ინფორმაციას, თუ რა როლი აქვს სათბურ აირებს ინფრაწითელი გამოსხივების შეკავებაში. გარდა ამისა, ვრცლად ისაუბრეს კლიმატის ცვლილებაზე, მის გამომწვევ მიზეზებსა და მოსალოდნელ შედეგებზე.
აღნიშნული გავკეთილის მიმდინარეობაში მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ.
იხილეთ ფოტოები: