ნაესაკოვოს საჯარო სკოლის პედაგოგი ნანა ცოტაძე მადლობის სიგელით დაჯილდოვდა
07-10-2022
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაესაკოვოს საჯარო სკოლაში მასწავლებელთა პროფესიული დღე განსაკუთრებული აღმოჩნდა.

აბაშის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის დარბაზში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე პედაგოგი ნანა ცოტაძე მადლობის სიგელით მერმა, გიგა გაბელაიამ დააჯილდოვა.

ღვაწლმოსილ მასწავლებელს მადლობის სიგელი ყველაზე ხანგრძლივი პედაგოგიური მოღვაწეობის გამო გადაეცა. ნანა ცოტაძე სიგელთან ერთად ფასიანი საჩუქრითაც დაჯილდოვდა.

აღსანიშნავია, რომ ნანა ცოტაძემ ქვეყანას არაერთი ღირსეული თაობა აღუზარდა და იგი მუდამ ბავშვების განათლების სადარაჯოზე დაუღალავად დგას.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203