„მასწავლებელი ნორჩის თვალებში ჩაშენებული ცოდნის ლამპარი“- საზეიმო ღონისძიება ჭივჭავის საჯარო სკოლაში
07-10-2022
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჭივჭავის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საყვარელ პედაგოგებს პროფესიული დღე განსაკუთრებულად მიულოცეს.
სკოლაში ღონისძიება სახელწოდებით - „მასწავლებელი ნორჩის თვალებში ჩაშენებული ცოდნის ლამპარი“ გაიმართა. ბავშვებმა მასწავლებლებს ლექსები და სიმღერები მიუძღვნეს, მე-3 კლასის მოსწავლეებმა კი თავიანთი ნახატები საყვარელ აღმზრდელებს უსახსოვრეს.
აღსანიშნავია, რომ 5 ოქტომბერს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. იუნესკოს მიერ მასწავლებელთა საერთაშორისო დღედ 5 ოქტომბრის დაწესება აჩვენებს იმ წვლილს, რომელსაც პედაგოგები მომავალი თაობების აღზრდისა და განათლებისთვის იღებენ.