თერჯოლის N2 საჯარო სკოლის მე-9 კლასში დებატები გაიმართა
07-10-2022
თერჯოლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო თემაზე იდებატეს. დებატები მე-9 კლასში გაიმართა. 

გაკვეთილი ანა კორძაია-სამადაშვილის „გიმნაზისტკას“ მიეძღვნა. დებატებზე მოსწავლეები 2 გუნდად დაიყვნენ. აირჩიეს სპიკერი, მოდერატორი და თემები ჩამოაყალიბეს.

დებატებში მთელი კლასი აქტიურად ჩაერთო. ამავდროულად, დაანონსეს, რომ იმავე თემაზე ფორუმს პარალელურ კლასთან გამართავენ. 

დებატების მიმდინარეობას ხელმძღვანელობდნენ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მადონა ჩხიკვაძე, მოქალაქეობის მასწავლებელი დარეჯან მემანიშვილი და დირექტორის მოადგილე, სასწავლო აღმზრდელობით დარგში, ფიქრია დემეტრაშვილი.
 
„თემის, ბავშვთა უფლების კონვენციის კარგად გაცნობის შემდეგ გამოიკვეთა საინტერესო პოზიციები. იმსჯელეს, პატივისცემა გამოხატეს ერთმანეთის პოზიციის მიმართ და დებატის ბოლოს გააანალიზეს, რა დარჩათ უთქმელი, რას ვერ გაუწიეს ანგარიში“,- გვიყვებიან სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203