ქუთაისის N38 საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები ოლიმპიური კედლის გაიხსნის ღონისძიებაში მონაწილეობდნენ
ქუთაისის N38 საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები სულხან-საბას დასახლებაში მდებარე სკვერში ოლიმპიური კედელის გაიხსნის ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობდნენ. აღნიშნული ღონისძიება ქართული სპორტისა და ოლიმპიზმის დღეს მიეძღვნა. მასში მე-9
ბ კლასის მოსწავლეები (დამრიგებელი - მ.კიკვაძე) აქტიურად ჩაერთნენ. წამყვანები კი მეთერთემტეკლასელები ლიზი ქარქაშაძე და მარიამ ბენიძე იყვნენ.
საზეიმო გახსნას ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, ოლიმპიური ჩემპიონები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიებაში აქტიური მონაწილეობისთვის, სკოლის დირექტორს დიპლომი გადასცეს.
„ღონისძიება გამოირჩეოდა მრავალფეროვანი აქტივობებით, იყო ცეკვა, სიმღერა,სპორტული შეჯიბრებები, გამოფენები და სხვა.
ჩვენი სკოლის მოსწავლეების მიერ განხორციელდა სხვადასხვა აქტივობები. აქტიური მონაწილეობისთვის სკოლის დირექტორს გადასცეს დიპლომი. სასკოლო ღონისძიებას ხელმძღვაბელობდა პედაგოგი ე.კიკვაძე“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: