შაუმიანის N3 საჯარო სკოლის ეზოში სპორტული თამაშები მოეწყო
07-10-2022
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანის N3 საჯარო სკოლის ეზოში საინტერესო და სახალისო აქტივობები გაიმართა. 

სკოლაში „ახალგაზრდობის სასახლის“ წარმომადგენლებს უმასპინძლეს. სტუმრებმა მოსწავლეებმა სპორტული საჩუქრები გადასცეს, რისთვისაც მათ სკოლა უდიდეს მადლობას უხდის. 

შემდეგ გაიმართა თამაშები, რომელთა მიმდინარეობაშიც მოსწავლეები ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ.
 
„მოსწავლეების გაუთავებელი სიხარული და სიცილი შემოდგომის მზიან დღეს შეერწყა. სკოლის ეზოში აქტიურობა იყო. სპორტული საჩუქრებით მოსულ ორგანიზატორებს ვუმასპინძლეთ და მოსწავლეებისთვის საინტერესო, მხიარული, ხალისიანი თამაშები მოვაწყვეთ“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203