
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დამიის საჯარო სკოლაში მასწავლებლის საერთაშორისო დღე, ტრადიციულად, საზეიმოდ აღნიშნეს.
5 ოქტობრის დილა მოსწავლეთა მისალოცი ფრაზებით დაიწყო, რომლებიც სკოლაში მისულ პედაგოგებს სამასწავლებლოში სამუშაო მაგიდებთან თუ საკლასო ოთახის კარებზე ბარათების სახით დახვდათ.
გაიმართა საზეიმო ღონისძიებაც. მოსწავლეებმა პედაგოგები სხვადასხვა ნომინაციაში წარადგინეს, სახალისო აქტივობებში ჩართეს და ყვავილებით დააჯილდოვეს.
მოსწავლეებმა პედაგოგებს ეს დღე გაულამაზეს და ძალიან გაახარეს.
„არახალია ის ფაქტი, თუ რამდენად მნიშვნელოვან როლს ასრულებს მასწავლებლი ახალი თაობის აღზრდის საკითხში. ის მოსწავლეებს მხოლოდ საგნობრივ ცოდნას არ გადასცემს, სულიერ საზრდოსაც აძლევს, მომავალი ცხოვრებისთვის ამზადებს და აფრთიანებს. ამიტომ ჩვენი სკოლის პედაგოგები მუდმივად ზრუნავენ პროფესიულ განვითარებაზე ახალი გამოწვევების კვალდაკვალ“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: