თბილისის N21 სკოლაში ენების ევროპულ დღეს ვიქტორინა და ნორჩ მწერალთა კონკურსი მიეძღვნა
07-10-2022
თბილისის N21 საჯარო სკოლაში ენების ევროპული დღე აღნიშნეს.
სკოლაში ამ თარიღს საინტერესო აქტივობები მიეძღვანა. თავდაპირველად, დადგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შემდეგ კი ვიქტორინა „ევროპა“ და „ნორჩ მწერალთა კონკურსი“ მოეწყო.
აქტივობებში მოსწავლეები უდიდესი ინტერესით, მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ. მათ ტავიანთი შესაძლებლობები წარმოაჩინეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში პედაგოგთა პრიორიტეტი მოსწავლეთა განვითარება და ცოდნის გაღრმავებაა.