ჩხუტელის საჯარო სკოლის ისტორიის კლუბის წევრებმა პედაგოგებს პროფესიული დღე მიულოცეს
ზურაბ ეფაძის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხუტელის საჯარო სკოლის ისტორიის კლუბის წევრებმა პედაგოგებს მასწავლებლის საერთაშორისო დღე მიულოცეს. მათ მასწავლებლების ფოტოებით ვიდეოკოლაჟი მოამზადეს და ლექსი წაიკითხეს. მოსწავლეებმა თითოეულ მათგანს უდიდესი მადლობა გადაუხადეს და დიდი სიყვარულით მიულოცეს.
სიურპრიზმა პედაგოგები ძალიან გაახარა.
„პროფესიულ დღეს გილოცავთ, ძვირფასო პედაგოგებო!
ჩვენი, თქვენი საქმიანობის დაფასებას, მასწავლებლის ნდობასა და აღიარებას, ბევრ მოსწავლესა და წინსვლას გისურვებთ პროფესიულ საქმიანობაში“,- წერენ ისტორიის კლუბის წევრები.
მასწავლებლის საერთაშორისო დღეს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ. ამ თარიღის აღნიშვნა სათავეს 1994 წლის 5 ოქტომბრიდან იღებს. მისი საერთშორისო დღედ დაწესების იდეა რამდენიმე პედაგოგიურ ორგანიზაციას ეკუთვნის.
იხილეთ ვიდეო: