ხაშურის N2 საჯარო სკოლის პედაგოგ ქეთევან გოგალაძეს მენტორი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა
07-10-2022
დავით კაკიაშვილის სახელობის ხაშურის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები კარიერულ წინსვლასა და პროფესიულ განვითარებაზე დაუღალავად ზრუნავენ.
სასკოლო საზოგადოების წევრებს თითოეული პედაგოგის წარმატება, ყოველთვის სასიხარულოა. ამჯერად, სკოლაში ინგლისური ენის მასწავლებელს ქეთევან გოგალაძეს კარიერულ წინსვლას ზეიმობენ.
განსაკუთრებული ღვაწლისა და დამსახურებისთვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის სპეციალური ბრძანებით ქეთევან გოგალაძეს მენტორი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა.
სკოლის დირექცია და პედაგოგები ქეთევან გოგალაძეს ულოცავენ ამ წინსვლას.
აღსანიშნავია, რომ ქეთევან გოგალაძე პროფესიულ განვითარებას უწყვეტად აგრძელებს და გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მარტის თვეში სასწავლო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრება.
პროგრამა აშშ-ის სახელმწიფო ბიუროს, განათლებისა და კულტურული საკითხების დეპარტამენტის და FHI 360 მიერ ხორციელდება. იგი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტისგან სრულად არის დაფინანსებული.
პროგრამა მიზნად ისახავს მონაწილეების პრაქტიკული და თეორიული ცოდნით უზრუნველყოფას შემდეგ თემაზე - Integrating Social Emotional Learning in the English Language Classroom.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს