ეწერის საჯარო სკოლის პედაგოგებს - თამარ აქირთავას​ და მთვარისა ფიფიას მენტორი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ
07-10-2022
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლის პედაგოგები კარიერულ წინსვლასა და განვითარებაზე მუდამ დაუღალავად ზრუნავენ.

სკოლის თითოეული პედაგოგისა და დირექციისთვის მასწავლებლების წარმატება ყოველთვის სასიხარულოა. ამჯერად, კი სკოლაში თამარ აქირთავას​ და მთვარისა ფიფიას წარმატებას აღნიშნავენ.

საამაყო პედაგოგებს - თამარ აქირთავას​ და მთვარისა ფიფიას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის სპეციალური ბრძანებით მენტორი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ. 

დირექცია და პედაგოგები მასწავლებლებს ულოცავენ ამ წარმატებას და კარიერულ წინსვლას უსურვებენ.

„ვულოცავთ თითოეულ მათგანს. მათ ნამდვილად დაიმსახურეს ეს სტატუსი და მომავალში კიდევ მრავალ წარმატებას ვუსურვებთ“, - ვკითხულობთ მილოცვაში.

აღსანიშნავია, რომ პედაგოგებს ეს წარმატება წალენჯიხის რესუსრცენტრის ხელმძღვანელმა, ლირა ღურწკაიამაც მიულოცა.

„მინდა, განსაკუთრებული წესით მენტორი მასწავლებლის სტატუსის მინიჭება მივულოცო ღირსეულ მასწავლებლებს. წარმატებებს ვუსურვებთ პროფესიულ საქმიანობაში, მოსწავლეების ინტერესების სადარაჯოზე“, - ვკითხულობთ ლიზა ღურწკაიას მისალოც წერილში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203