წალენჯიხის N3 საჯარო სკოლის პედაგოგს, ნინო ევსიას მენტორი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა
07-10-2022
წალენჯიხის N3 საჯარო სკოლის პედაგოგები კარიერულ წინსვლასა და განვითარებაზე მუდამ დაუღალავად ზრუნავენ.
სკოლის თითოეული პედაგოგისთვის და დირექციისთვის მასწავლებლების წარმატება ყოველთვის სასიხარულოა. ამჯერად, კი სკოლაში ორმაგი სიხარული სუფევდა.
სკოლის ერთ-ერთ საამაყო პედაგოგს, ნინო ევსიას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის სპეციალური ბრძანებით მენტორი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა.
კოლეგები და მოსწავლეები ნინო ევსიას ულოცავენ ღირსეულ წარმატებას და წინსვლას უსურვებენ.
პედაგოგს უმაღლესი სტატუსის მინიჭებას წალენჯიხის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ლირა ღურწკაიაც ულოცავს.
„მინდა, განსაკუთრებული წესით მენტორი მასწავლებლის სტატუსის მინიჭება მივულოცო ღირსეულ მასწავლებლებს. წარმატებებს ვუსურვებთ პროფესიულ საქმიანობაში, მოსწავლეების ინტერესების სადარაჯოზე“, - ვკითხულობთ მისალოც წერილში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს