ტყიბულის N6 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა მასწავლებლებს პროფესიული დღე ფლეშმობით მიულოცეს
07-10-2022

ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში მასწავლებლის საერთაშორისო დღე საინტერესოდ აღინიშნა. 

მოსწავლეებმა პედაგოგებს პროფესიული დღე მიულოცეს და ღვაწლსა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს. 

განსაკუთრებული იყო I კლასის მოსწავლეთა მილოცვა. პატარებმა სკოლის დერეფანში ფლეშმობი მოაწყვეს, შეასრულეს სიმღერა მასწავლებელზე და ყველა პედაგოგს ვარდები მიართვეს.

აღსანიშნავია, რომ პირველკლასელებმა სიურპრიზი დამრიგებლის, ლია ბარბაქაძის ხელმძღვანელობით დაგეგმეს.

მასწავლებელთა საერთაშორისო დღე 5 ოქტომბერს აღინიშნება. ამ დღის აღნიშვნა სათავეს 1994 წლის 5 ოქტომბრიდან იღებს.

თუმცა, მანამდე, 1966 წლის 5 ოქტომბერს, იუნესკოსა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მოწვეულ კონფერენციაზე, შემუშავდა რეკომენდაცია „მასწავლებელთა მდგომარეობის შესახებ“ - ეს იყო პირველი საერთაშორისო დოკუმენტი, რომელიც მასწავლებელთა შრომის პირობებს განსაზღვრავდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203