ფოთის N3 საჯარო სკოლის წარმატებულ მოსწავლეებს „ეტალონის“ სერთიფიკატები გადაეცათ
05-04-2018
ფოთის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეები „ეტალონის“ წარმატების დამადასტურებელი სერთიფიკატებით დაჯილდოვდნენ. სკოლის აღსაზრდელები საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის შესარჩევ ტურში მონაწილეობდნენ.
ტესტირების დღესთან დაკავშირებით, სკოლა წინასწარ იყო ინფორმირებული.
ტესტირება „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა.
სკოლის დირექცია, სკოლის მოსწავლეებს წარმატებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს.
შეგახსენებთ, „ეტალონი“ 2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს „ეტალონ მოსწავლეებს“. იხილეთ ფოტოები
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
საგანმანათლებლო პროგრამის ჩამონათვალი, რომლებზე მიღებაც 50-70 ადგილით შემცირდა; თსუ-ში შემცირდა განათლების მეცნიერებების, ეკონიმიკის ადგილები... დეტალური სია