რცხილათის საჯარო სკოლის ბეჯით მოსწავლეს, მარიამ პაიკიძეს izrune.ge-ს დიპლომი დირექტორმა საზეიმოდ გადასცა 
07-10-2022

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ რცხილათის საჯარო სკოლის ბეჯითი მოსწავლე, წარმატებული „იზრუნელი“ მარიამ პაიკიძე izrune.ge-მ დააჯილდოვა. 

მარიამი აქტიურად არის ჩართული izrune.ge-ში, საზაფხულო პროექტში - „გაიცანი საქართველო“  მიღწეული წარმატებებისთვის მას სკოლაში სპეციალური დიპლომი გადაეცა.

მარიამის სკოლას ძალიან მზრუნველი დირექტორი ხათუნი გამეზარდაშვილი ხელმძღვანელობს. სწორედ მან გადასცა მარიამს დიპლომი და მიღწეული წარმატება საზეიმოდ მიულოცა. 

აღსანიშნავია, რომ მარიამ პაიკიძე izrune.ge-ს ტესტებს წამატებით გადის და წარმატების დამადასტურებელი არაერთი დიპლომი აქვს მოპოვებული. 

შეგახსენებთ, რომ izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203