ჭალადიდის საჯარო სკოლაში მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი კვირეული დაუვიწყარი სპორტული ღონისძიებით გაგრძელდა
07-10-2022
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლაში მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული დაიწყო.
კვირეულის ფარგლებში სკოლაში უკვე ჩატარდა არაერთი აქტივობა. კვირეულის მესამე დღე კი სხვადასხვა სპორტულ სახეობაში ასპარეზობას დაეთმო. ჭალადიდის საჯარო სკოლელები ერთმანეთს ფრენბურთში, ბაგირის გადაზიდვაში, ბურთის ტყორცნაში შეეჯიბრნენ.
ღონისძიებაში მონაწილეობდა მასწავლებელთა გუნდი და მოსწავლეთა ნაკრები.
ღონისძიებამ მოსწავლეებსა და პედაგოგებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა.
„სახალისო, შინაარსიანი და საინტერესო ღონისძიება გამოვიდა...წარმატებული და დასამახსოვრებელი...განსაკუთრებით გუნდურობა მომეწონა და შემართება, წლები რომ დაავიწყა ყველას და მოსწავლეების მიდგომა- გამარჯვებისკენ სწრაფვა და, ამავდროულად, ჩვენი წარმატებებით მიღებული ხალასი სიხარული... მადლობა ამ ლამაზი წუთებისთვის!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს