კლდეეთის საჯარო სკოლის მოსწავლეთა შთამბეჭდავი პრაქტიკული სამუშაო 
06-10-2022
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო აქტივობა განახორციელეს. 

მათ პრაქტიკული სამუშაო „ფოთლის სიგრძის გაზომვა“ შეასრულეს. ისინი ორ გუნდად - „ბუნების მცველები“ და „მწვანე მეგობრები“ დაიყვნენ და კვლევა შეასრულეს. 

მოსწავლეები აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ, ერთი ხიდან მოწყვეტილი 10 ფოთოლი მოაგროვეს, ცალ-ცალკე გაზომეს ფოთლის ფირფიტებისა და ყუნწების სიგრძეები. შემდეგ მიღებული შედეგები ცხრილის სახით წარმოადგინეს.

„მეცნიერები ყველაფერს იკვლევენ, რაც გარემოში ხდება, უჩნდებათ კითხვები და პასუხის გასაცემად კვლევის სხვადასხვა მეთოდს იყენებენ.
განაწილდნენ ჩემი პატარები და არაჩვეულებრივად გაართვეს თავი პრაქტიკულ სამუშაოს“,- წერს სკოლის პედაგოგი. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203