წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მეექვსეკლასელთა შთამბეჭდავი ღონისძიება ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმში
06-10-2022
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დირექციისა და პედაგოგების ხელშეწყობით მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული ღონისძიება გამართეს.

მასწავლებლის დღის, ნიკო ლორთქიფანიძის დაბადებიდან 142 წლისთავსა და „პატრიოტი დიასპორელის“ პროექტის ფარგლებში ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია სოფელ ჩუნეშში, ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმში გაიმართა. 

ღონისძიება ასევე საბერძნეთიდან ჩამოსულ მე-6 კლასის მოსწავლის, ლილე მაისურაძისთვისაც გაიმართა, რათა მისთვის მშობლიური კუთხე და ღირსეული მამულიშვილის, ნიკო ლორთქიფანიძის ცხოვრება გაეცნოთ.

„ბუნებით ბატონი“ და „მასწავლებელთა მასწავლებელი“ - ამ სახელწოდებით შეასხეს ხოტბა მე-6 კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი: ს. ქობალია) მე-20 საუკუნის უდიდეს მწერალს, ნოველისტს, პედაგოგსა და საზოგადო მოღვაწეს.

„მოსწავლეებმა საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში შთამბეჭდავად წარმოაჩინეს ნიკო ლორთქიფანიძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის მთავარი მომენტები. ლექსებითა და სიმღერებით გაამრავალფეროვნეს ლიტერატურული ფაქტები და ყურადღებით მოისმინეს სახლ-მუზეუმის გიდისგან, ნიკო ლორთქიფანიძის შესახებ ახალი ინფორმაცია.

მოსწავლეების შემოქმედებით მოინუსხნენ სახლ-მუზეუმის თანამშრომლები და მშობლები. ბავშვები კი შთაბეჭდილებებით აღსავსენი გაემართნენ სახლებისკენ“, - ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ წერილში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203