ასკანის საჯარო სკოლაში მასწავლებლის პროფესიული დღე განსაკუთრებულად აღინიშნა
06-10-2022
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ასკანის საჯარო სკოლაში მასწავლებლის პროფესიული დღე განსაკუთრებულად აღნიშნეს.
მოსწავლეებმა პედაგოგებს ეს დღე ყვავილებით, ლექსებითა და საინტერესო ნომრებით მიულოცეს. მათ მასწავლებლები ბუშტებითა და სამადლობელი სიტყვებით ძალიან გაახარეს.
სკოლაში საზეიმო განწყობა სუფევდა. მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა დრო სასიამოვნოდ გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
მასწავლებლის საერთაშორისო დღეს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ. ამ თარიღის აღნიშვნა სათავეს 1994 წლის 5 ოქტომბრიდან იღებს. მისი საერთშორისო დღედ დაწესების იდეა რამდენიმე პედაგოგიურ ორგანიზაციას ეკუთვნის.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს