თბილისის N46 საჯარო სკოლის მეშვიდეკლასელებმა მინი სპექტაკლი დადგეს
06-10-2022
ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის N46 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის ყოველთვის საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.
პედაგოგები ბავშვებს ხშირად სთავაზობენ ისეთ აქტივობებს, რომლებშიც მოსწავლეები ხალისით ერთვებიან.
ამჯერად, მე-7ა კლასში სულხან-საბა ორბელიანის იგავის - „სოფლის მაშენებელნის“ მიხედვით მინი სპექტაკლი დაიდგა.
აქტივობა როლური თამაშებს მოიცავდა ხოლო, გაკვეთილის მიზანი იყო ბავშვებს განვითარებოდათ: ზეპირი მეტყველების, მოსმენისა და დიალოგური მეტყველების უნარ-ჩვევები. ასევე საკომუნიკაციო სიტუაციის შესაბამისი ენობრივი კონსტრუქციების გამოყენება.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეების პედაგოგი კი თათია ნოზაძე გახლავთ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს