ზესტაფონის N6 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის შესწავლა საზეიმოდ დაიწყეს
07-10-2022
ზესტაფონის N6 საჯარო სკოლის პირველია კლასის მოსწავლეებმა ანბანის შესწავლა დაიწყეს.
ამ დღეს კლასში სხვადასხვა საინტერესო აქტივობა მიეძღვნა. პედაგოგმა პატარა მოსწავლეებს ინფორმაცია იაკობ გოგებაშვილისა და დედა ენის შესახებ გააცნო, რითაც ისინი ძალიან დაინტერესდნენ.
პირველკლასელებს დამრიგებელმა „ანბანის შებრძანება“ დაუვიწყარ მოვლენად უქცია და საზეიმო განწყობა შეუქმნა.
„შემობრძანდა მისი უდიდებულესობა „ანბანი" .ბავშვებმა დიდი ზეიმით მიიღეს ძვირფასი „სტუმარი". იმედია, ასეთივე სიყვარულით და ხალისით გააგრძელებენ ცხოვრებას ამ ჯადოსნურ სამყაროში. წარმატებებს გისურვებთ, ჩვენო პატარებო“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.