„ჩვენი სკოლა“- საინტერესო აქტივობა თბილისის N61 საჯარო სკოლის პირველკლასელებისთვის
06-10-2022
თბილისის N61 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებისთვის შესაბამისი სასწავლო გარემო შექმნაზე მუდამ დაუღალავად ზრუნავენ.

I კლასის დამრიგებელმა, თეონა ჯალაღონიამ, პირველკლასელებთან ადაპტაციის გაკვეთილი - „ჩვენი სკოლა“ ჩაატარა.

გაკვეთილის მიზანი იყო სოციალურ-ფსიქოლოგიური პირობების შექმნა პირველკლასელთა სასკოლო სიტუაციაში ადაპტაციისთვის, რაც საშუალებას მისცემს ბავშვს წარმატებით ფუნქციონირდეს და განვითარდეს სასკოლო სივრცეში.  

„პირველკლასელებისთვის მნიშვნელოვანია სასკოლო ცხოვრებაში შესვლისას გაუჩნდეს უსაფრთხოების განცდა; ამ მიზნით პატარებმა სკოლის შიდა სივრცეში მოაწყვეს ექსკურსია.

გაესაუბრნენ სკოლის ადმინისტრაციას, სკოლის ექიმს, ბიბლიოთეკარს, მანდატურებს, მასწავლებლებლებს და უფროსკლასელებს.

დღემ ნაყოფიერად და სასიამოვნოდ ჩაიარა. პატარებს ყველგან დიდი სიყვარულით და ოვაციებით შეხვდნენ. წარმატებები ჩვენს პატარებს“, - ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ წერილში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203