„სასკოლო აქტივობების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში კონკურსი გამოცხადდა - იხილეთ კონკურსის პირობები
05-04-2018
„თავისუფალი გაკვეთილები“ სკოლებში აღარ იქნება. მის ნაცვლად აპრილიდან „სასკოლო აქტივობების პროგრამა“ დაიწყება და დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

„სასკოლო აქტივობების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში პროექტების დაფინანსების მოსაპოვებლად კონკურსის გამოცხადებისა და საკონკურსო პირობების შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ბრძანება დღეს გამოქვეყნდა. ბრძანების მიხედვით, კონკურსში მონაწილეობა საჯარო სკოლებს შეუძლიათ.

დასაფინანსებლად წარმოდგენილი პროექტი მორგებული უნდა იყოს იმ მოსწავლეების ინტრესებსა და შესაძლებლობებზე, რომლებიც 2017-2018 სასწავლო წლის ფარგლებში ირიცხებიან მე-7, მე-8 და მე-8 კლასებში.

პროექტის დაგეგმვა შესაძლებელია შემდეგი მიმართულებების ფარგლებში:

  • სპორტი
  • კულტურა/ხელოვნება
  • ინტელექტუალურ-შემეცნებითი
როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, ერთი პროექტის განსახორციელებლად მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 1 000 ლარს.

პროექტის ფარგლებში სახელფასო ფონდის არსებობის შემთხვევაში, სკოლის მასწავლებლის შრომის ანაზღაურებისთვის მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს ერთ აკადემიურ საათში 10 ლარს, დირექცია/ადმინისტრაციის წარმომადგენლის (გარდა სკოლის დირექტორისა) ანაზღაურებისთვის მოთხოვნილი თანხა - ერთ აკადემიურ საათში 10 ლარს.

იხილეთ ბრძანება

შეეძლებათ თუ არა სკოლებს ახალ პროექტში უკვე არსებული წრეებით ჩართვა და როდის მოხდება კრედიტქულების ასახვა?
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203