დაშბაშის საჯარო სკოლის ორი მოსწავლე „წალკის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის იბრძოლებს
06-10-2022

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშბაშის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ დიდი ინტერესით ჩაერთნენ. 

დისტანციური კონკურსის პირველი ეტაპში სკოლიდან 4 მოსწავლე მონაწილეობდა. ოთხივე მათგანს „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელი მიენიჭა. მათგან ლილია ჰოვჰანნისიანი და გიორგი აგაჯანიანი შემდეგ ეტაპზე გადავიდნენ და „წალკის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის იბრძოლებენ. 

წალკის მუნიციპალიტეტის მოსწავლეებისთვის კონკურსის პირველი ეტაპი 5 ოქტომბერს ჩატარდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩნენ მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე მუნიციპალიტეტების მიხედვით „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრებიან. კონკურსის II ეტაპი 7 ოქტომბერს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე ასევე დისტანციურ რეჟიმში გაიმართება. 

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციური ფორმატით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203