საყდრიონისა და განთიადის საჯარო სკოლებში, სასკოლო სპორტის კვირეულის ფარგლებში, არაერთი ღონისძიება გაიმართა
06-10-2022

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საყდრიონისა და განთიადის საჯარო სკოლები სასკოლო სპორტის კვირეულს აქტიურად შეუერთდნენ. 

კვირეულის ფარგლებში სკოლებში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა. მოსწავლეები ერთმანეთს სპორტის სხადასხვა სახეობაში შეეჯიბრნენ და ბევრი იხალისეს. 

„იყავი აქტიური!“- მოგვიწოდებენ მოსწავლეები. 

აღსანიშნავია, რომ საყდრიონისა და განთიადის საჯარო სკოლებში მოსწავლეებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით, დირექცია და პედაგოგები მომავალ თაობას არაერთ ღონისძიებასა თუ აქტივობას სთავაზობენ და მოსწავლეთა შესაძლებლობების წარმოჩენა-განვითარებას ცდილობენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203