იმერის საჯარო სკოლის მოსწავლე გოგიტა დავლაძე „წალკის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის იბრძოლებს
06-10-2022

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ იმერის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ დიდი ინტერესით ჩაერთნენ. 

დისტანციური კონკურსის პირველი ეტაპში სკოლიდან 7 მოსწავლე მონაწილეობდა. შვიდივე მათგანს „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელი მიენიჭა. მათგან კონკურსის შემდეგ ეტაპზე გოგიტა დავლაძე გადავიდა და „წალკის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის იბრძოლებს. 

წალკის მუნიციპალიტეტის მოსწავლეებისთვის კონკურსის პირველი ეტაპი 5 ოქტომბერს ჩატარდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩნენ მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე მუნიციპალიტეტების მიხედვით „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრებიან. კონკურსის II ეტაპი 7 ოქტომბერს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე ასევე დისტანციურ რეჟიმში გაიმართება. 

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციური ფორმატით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203