პატარა გარეჯვრის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები სწავლას სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში წარმატებით აგრძელებენ
07-10-2022
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა გარეჯვრის საჯარო სკოლის 2021-2022 წლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ. 

მათმა ნაწილმა - ნატალი ჩალაურმა, რევაზ ღოლიჯაშვილმა, ხატია ღოლიჯაშვილმა და გიორგი ჭეჭელაშვილმა სკოლა ოქროს, ხოლო დავით ღოლიჯაშვილმა და ნია ჩალაურმა ვერცხლის მედალზე დაამთავრეს. 

20 კურსდამთავრებულიდან, 15 სტუდენტი გახდა. ესენი არიან: მარიამ ბერიანიძე, ქეთი მახოხაშვილი, ეთერ მურადაშვილი, ელენე მურადაშვილი, თემურ მურადაშვილი, ნანა ნინიკაშვილი,  მარიამ ტეტუნაშვილი, დავით ღოლიჯაშვილი (70%- იანი გრანტით),  თორნიკე ღოლიჯაშვილი, რევაზ ღოლიჯაშვილი (50%-იანი გრანტით), ხატია ღოლიჯაშვილი, ბექა ჩალაური, ნატალი ჩალაური (50% -იანი გრანტით), ნია ჩალაური ( 50%-იანი გრანტით) და გიორგი ჭეჭელაშვილი (50 % -იანი გრანტით). 

სკოლაში მათი წარმატებით ამაყობენ და ნაყოფიერ სტუდენტობას უსურვებენ. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203