ბარეთის საჯარო სკოლის დირექტორმა, ნინო წიფიანმა და პედაგოგმა, ნანა დევდარიანმა მენტორი მასწავლებლობის გამოცდა წარმატებით ჩააბარეს
06-10-2022
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარეთის საჯარო სკოლის პედაგოგები დირექტორის, ნინო წიფიანის ხელმძღვანელობით, პროფესიულ წინსვლასა და კარიერულ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.

სკოლის ღვაწლმოსილმა პედაგოგებმა - თავად, ნინო წიფიანმა და ნანა დევდარიანმა მასწავლებელთა გამოცდაზე მენტორი მასწავლებლის კომპეტენცია დაადასტურეს.

სასკოლო საზოგადოება ულოცავს დირექტორს და პედაგოგს ამ წინსვლას და როგორც პროფესიულ ისე პირად ცხოვრებაში წარმატებებს უსურვებს.

„მასწავლებლებს: ნინო წიფიანს და ნანა დევდარიანს ვულოცავთ უმაღლეს საფეხურს, მენტორის სტატუსს და ვუსურვებთ უთვალავ წარმატებას“, - ვკითხულობთ მილოცვაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203