დაბა თიანეთის N1 საჯარო სკოლის 13 მოსწავლე ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ II ეტაპზე წარმატებით გადავიდა
06-10-2022
მირზა გელოვანის სახელობის დაბა თიანეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ აქტიურად ჩაერთნენ.

მოსწავლეებმა დისტანციური კონკურსის I ეტაპზე იასპარეზეს და „ეტალონის“ ონლაინ სიგელები დაიმსახურეს.

II ეტაპზე  გადავიდა სკოლის 13 მოსწავლე:

  1. ანი წაქაძე (VIII კლასი);
  2. ელენე მეჭიაური (VIII კლასი);
  3. თამარ ბეშიძე (XI კლასი);
  4. ლელა ბადურაშვილი (IX კლასი);
  5. შალვა ბურდული (XI კლასი);
  6. მარიამი გონჯილაშვილი (XI კლასი);
  7. მარიამი ფეტვიაშვილი (XI კლასი);
  8. ნინი ქისტაშვილი (VIII კლასი);
  9. მარიამი გოჯიაშვილი (VIII კლასი);
  10. დიამანტინა კაჩურიშინა (VIII კლასი);
  11. ელენე მინდიაშვილი (VIII კლასი);
  12. თათია ზითანაშვილი (IX კლასი);
  13. ბარბარე გალოგრე (IX კლასი).
აღსანიშნავია, რომ თიანეთის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის ყველა მონაწილეს „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელები გადაეცა.

თიანეთის მუნიციპალიტეტის მოსწავლეებისთვის კონკურსის პირველი ეტაპი 5 ოქტომბერს ჩატარდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში თიანეთის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩნენ მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე მუნიციპალიტეტების მიხედვით „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრებიან. კონკურსის II ეტაპი 7 ოქტომბერს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე ასევე დისტანციურ რეჟიმში გაიმართება. 

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით დისტანციურ რეჟიმში გრძელდება.

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ დისტანციური ფორმატის მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203