„დაე, მშვიდობიან საქართველოში აღეზარდოთ უძლიერესი, პატრიოტი თაობა“- ვანის N1 სკოლის დირექტორი ვალერი კანკაძე მასწავლებლებს პროფესიულ დღეს ულოცავს
06-10-2022
ვანის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ვალერი კანკაძე მასწავლებლებს პროფესიულ დღეს ულოცავს.

ის პედაგოგებს კარიერულ წინსვლასა და წარმატებული თაობის აღზრდას უსურვებს. 

„მასწავლებლის დღეს საქართველოს პედაგოგებს ვულოცავ. დაწყნარებულ, დალაგებულ, მშვიდობიან საქართველოში აღეზარდოთ უძლიერესი, პატრიოტი მომავალი თაობა“,- ამბობს ვალერი კანკაძე. 

მასწავლებლის საერთაშორისო დღეს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ. ამ თარიღის აღნიშვნა სათავეს 1994 წლის 5 ოქტომბრიდან იღებს. მისი საერთშორისო დღედ დაწესების იდეა რამდენიმე პედაგოგიურ ორგანიზაციას ეკუთვნის.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203