ანდეზიტის საჯარო სკოლაში მასწავლებელთა პროფესიული დღე იზეიმეს
06-10-2022
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ანდეზიტის საჯარო სკოლაში მასწავლებლის საერთაშორისო პროფესიულ დღესთან დაკავშირებით თბილი მისალოცი ღონისძიება ჩატარდა.

საზეიმო აქტივობაში სკოლის ყველა მოსწავლე სიხარულით მონაწილეობდა.

ბავშვებმა მრავალფეროვანი ღონისძიების ფარგლებში წარადგინეს: „სკეტჩები“, ინსცენირება, ლექსებით მოეფერენ მასწავლებლებს და თავად პედაგოგები ჩართეს მათთვის განკუთვნილ სახალისო ვიქტორინაში.

მოსწავლეებმა მასწავლებლებს მისალოცი ბარათები უსახსოვრეს და ბოლოს რეფლექსიის დაწერით გამოხატეს ღონისძიებიდან მიღებული შთაბეჭდილება. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203