თბილისის N108 საჯარო სკოლაში სპორტული შეჯიბრებები ჩატარდა
06-10-2022
თბილისის N108 საჯარო სკოლაში მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით სხვადასხვა მნიშვნელოვანი აქტივობები ხშირად იმართება.
ამჯერად, სკოლაში ევროპის სასკოლო სპორტული კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა სახის სპორტული ღონისძიებები ჩატარდა; აქტივობებში სამივე საფეხურის მოსწავლეები ჩაერთნენ.
სპორტული კვირეულის ფარგლებში შეჯიბრებები გაიმართა სპორტის შემდეგ სახეობებში: ფრენბურთში (XI-XII კლასებში), კალათბურთში (VII-IX, X, XI კლასებში), მინი ფეხბურთში (VII-IX კლასებში) და „მხიარული სტარტებში“ (V კლასებში).