ჩაისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პედაგოგებს ღონისძიება მიუძღვნეს
06-10-2022
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საყვარელ პედაგოგებს პროფესიული დღე მიულოცეს.

ამ დღის აღსანიშნავად, მე-5 კლასში ქართულის მასწავლებლის, მაყვალა მახარაძის ორგანიზატორობით ღონისძიება ჩატარდა.

ბავშვებმა პედაგოგებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს და წრფელი სიტყვები მიუძღვნეს.

აღსანიშნავია, რომ 5 ოქტომბერს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. იუნესკოს მიერ მასწავლებელთა საერთაშორისო დღედ 5 ოქტომბრის დაწესება აჩვენებს იმ წვლილს, რომელსაც პედაგოგები მომავალი თაობების აღზრდისა და განათლებისთვის იღებენ.

იხილეთ ფოტოები და ვიდეომასალა:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203