შაუმიანის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პედაგოგებს ღონისძიება მიუძღვნეს
06-10-2022
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საყვარელ პედაგოგებს პროფესიული დღე მიულოცეს.
ამ დღის აღსანიშნავად სკოლაში მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული ღონისძიება ჩატარდა, რომლის ფარგლებში მოსწავლეებმა მასწავლებლებს სიმღერები და ზეიმის ბოლოს, თაიგულები მიუძღვნეს. ბავშვებმა პედაგოგების მიმართ წრფელი სამადლობელი სიტყვები არ დაიშურეს.
აღსანიშნავია, რომ 5 ოქტომბერს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. იუნესკოს მიერ მასწავლებელთა საერთაშორისო დღედ 5 ოქტომბრის დაწესება აჩვენებს იმ წვლილს, რომელსაც პედაგოგები მომავალი თაობების აღზრდისა და განათლებისთვის იღებენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს