კუშის საჯარო სკოლის 12 მოსწავლე ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ II ეტაპზე იასპარეზებს
06-10-2022
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კუშის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ აქტიურად ჩაერთნენ.

დისტანციური კონკურსის I ეტაპზე თხუთმეტმა მოსწავლემ იასპარეზა და „ეტალონის“ ონლაინ სიგელები მიენიჭათ. II ეტაპზე კი შემდეგი 12 მოსწავლე გადავიდა:

  1. ანი მარტიროსიანი; 
  2. სოსო ავეტიანი;
  3. აგასინ ნაზარეტიანი; 
  4. ანნა გევორქიანი ;
  5. ვანიკ მარტიროსიანი;
  6. ლევ პინაევი; 
  7. ჰრაირ ოვსეპიანი; 
  8. ირინა ნაზარეტიანი;
  9. სუსანნა ვარტერესიანი; 
  10. რუზანნა მიქაელიანი; 
  11. დავით ოვსეპიანი; 
  12. თაგუი ადამიანი.
აღსანიშნავია, რომ წალკის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის ყველა მონაწილეს „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელები გადაეცა.

წალკის მუნიციპალიტეტის მოსწავლეებისთვის კონკურსის პირველი ეტაპი 5 ოქტომბერს ჩატარდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში წალკის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩნენ მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე მუნიციპალიტეტების მიხედვით „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრებიან. კონკურსის II ეტაპი 7 ოქტომბერს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე ასევე დისტანციურ რეჟიმში გაიმართება. 

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით დისტანციურ რეჟიმში გრძელდება.

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ დისტანციური ფორმატის მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203