ქვილიშორის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საყვარელ პედაგოგებს მისალოცი ბარათები გადასცეს
06-10-2022
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვილიშორის საჯარო სკოლის მეორე და მესამე კლასების მოსწავლეებმა საყვარელ პედაგოგებს პროფესიული დღე მიულოცეს.

ბავშვებმა მასწავლებლებს მისალოცი ბარათები გადასცეს და ლამაზი ღონისძიება აჩუქეს. მოსწავლეებმა ასევე პედაგოგებისადმი წრფელი სიტყვებით გაჯერებული სამადლობელი სიტყვები არ დაიშურეს.

აღსანიშნავია, რომ 5 ოქტომბერს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. იუნესკოს მიერ მასწავლებელთა საერთაშორისო დღედ 5 ოქტომბრის დაწესება აჩვენებს იმ წვლილს, რომელსაც პედაგოგები მომავალი თაობების აღზრდისა და განათლებისთვის იღებენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203