ბათუმის N25 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პედაგოგებს მრავალფეროვანი ღონისძიება მიუძღვნეს
06-10-2022
ბათუმის N25 საჯარო სკოლის Xა კლასის მოსწავლეებმა საყვარელ პედაგოგებს პროფესიული დღე მიულოცეს.

მეათეკლასელებმა მასწავლებლების საპატივსაცემოდ მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული ღონისძიება გამართეს. ნიჭიერმა ბავშვებმა მასწავლებლებს სიმღერები, ცეკვები და წრფელი სიტყვებით გაჯერებული სიტყვები მიუძღვნეს.

აღსანიშნავია, რომ 5 ოქტომბერს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. იუნესკოს მიერ მასწავლებელთა საერთაშორისო დღედ 5 ოქტომბრის დაწესება აჩვენებს იმ წვლილს, რომელსაც პედაგოგები მომავალი თაობების აღზრდისა და განათლებისთვის იღებენ.

იხილეთ ფოტოები და ვიდეომასალა:






 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203