იანეულის საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლეებმა პედაგოგებს პროფესიული დღე საზეიმოდ მიულოცეს
06-10-2022
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლეებმა საყვარელ პედაგოგებს პროფესიული დღე მიულოცეს.
ბავშვებმა, დამრიგებლის ნონა ურუშაძის ხელმძღვანელობით საზეიმო ღონისძიება გამართეს და პედაგოგებისადმი დამოკიდებულება წრფელი სიტყვებით გადმოსცეს.
VI კლასის მოსწავლეების გამართულმა აქტივობამ მასწავლებლებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
აღსანიშნავია, რომ 5 ოქტომბერს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. იუნესკოს მიერ მასწავლებელთა საერთაშორისო დღედ 5 ოქტომბრის დაწესება აჩვენებს იმ წვლილს, რომელსაც პედაგოგები მომავალი თაობების აღზრდისა და განათლებისთვის იღებენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს