ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მასწავლებლები წარმატებული და ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისთვის დაჯილდოვდნენ
06-10-2022
ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მასწავლებლები - ბიოლოგიის მასწავლებელი დარეჯან კუჭუხიძე და ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებელი ლევან გვანცელაძე წარმატებული და ნაყოფიერი მუშაობისათვის დაჯილდოვდნენ. 

დაჯილდოება ქუთაისის მერიამ მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართა. ეს ღონისძიება ტრადიციულ ხასიათს ატარებს და ყოველწლიურად ტარდება.

სკოლაში პედაგოგების მიღწევით ამაყობენ და კარიერულ წინსვლას უსურვებენ. ასევე, თითოეულ პედაგოგს პროფესიულ დღეს ულოცავენ.

„ვულოცავთ ჩვენს პედაგოგებს პროფესიულ დღესასწაულს და მიღწეულ წარმატებას“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ მისალოც წერილში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203