ხარების საჯარო სკოლის მოსწავლეებს „ეტალონის“ სპეციალური სიგელები მიენიჭათ
06-10-2022

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხარების საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ. 

დისტანციური კონკურსის პირველი ეტაპის მონაწილეებს -საბა პაპიძეს, ნია შავაძეს, ქეთევან პაპიძეს, ბარბარა შანთაძეს, ლუკა კახაძეს, ნიკოლოზ საგინაძეს, გიორგი დავითაძეს, ლუკა დავითაძეს, ნინო იაკობაძეს, ნიკა ჯოყილაძეს, თორნიკე ხოზრევანიძესა და მეგი დავითაძეს „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელები მიენიჭათ. 

წალკის მუნიციპალიტეტის მოსწავლეებისთვის კონკურსის პირველი ეტაპი 5 ოქტომბერს ჩატარდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციური ფორმატით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203