„ამაზე უკეთესი ჯილდო მასწავლებლისთვის არ არსებობს“- ფოლადაანთკარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პედაგოგებს პროფესიული დღე მიულოცეს
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოლადაანთკარის საჯარო სკოლაში მასწავლებლებს პროფესიული დღე მიულოცეს. მოსწავლეებმა მასწავლებლებს სიურპრიზი მოუწვვეს, სკოლის კართან ფერადი ფურცლებისგან გამოჭრილი გულებითა და ბანერებით დახვდნენ. მათ საყვარელ მასწავლებლებს მადლობა გადაუხადეს და უთხრეს, რომ გაწეულ ღვაწლს აფასებენ.
პედაგოგებს სკოლის დირექციაც ულოცავს.
„გილოცავთ ფოლადაანთკარის საჯარო სკოლის ყველა მასწავლებელს. გისურვებთ გეამაყოთ თქვენი აღზრდილი მოსწავლეებით. ამაზე უკეთესი ჯილდო მასწავლებლისთვის არ არსებობს“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მასწავლებლის საერთაშორისო დღეს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ. ამ თარიღის აღნიშვნა სათავეს 1994 წლის 5 ოქტომბრიდან იღებს. მისი საერთშორისო დღედ დაწესების იდეა რამდენიმე პედაგოგიურ ორგანიზაციას ეკუთვნის.
იხილეთ ვიდეო და ფოტოები: