თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ღოუბნის საჯარო სკოლაში მასწავლებლებს პროფესიული დღე მიულოცეს. გაიმართა ღონისძიება, რომლის მიმდინარეობაშიც მოსწავლეები ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ სხვადასხვა საინტერესო ნომერი შეასრულეს, თემატური ნამუშევრები დაამზადეს და საყვარელ მასწავლებლებს ეს დღე მიულოცეს.
მასწავლებლის საერთაშორისო დღეს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ. ამ თარიღის აღნიშვნა სათავეს 1994 წლის 5 ოქტომბრიდან იღებს. მისი საერთშორისო დღედ დაწესების იდეა რამდენიმე პედაგოგიურ ორგანიზაციას ეკუთვნის.
იხილეთ ფოტოები: