იხტილის საჯარო სკოლაში მასწავლებელთა დღეს ღონისძიება მიეძღვნა
06-10-2022
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ იხტილის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საყვარელ პედაგოგებს პროფესიული დღე მიულოცეს.
ამ მნიშვნელოვან დღესთან დაკავშირებით ბავშვებმა საზეიმო ღონისძიება მოაწყეს და მასწავლებლებს თაიგული აჩუქეს.
ასევე, დირექტორმა ვანუი მალხასიანმა მასწავლებლებს პროფესიული დღე მიულოცა და წარმატებები უსურვა.
აღსანიშნავია, რომ 5 ოქტომბერს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. იუნესკოს მიერ მასწავლებელთა საერთაშორისო დღედ 5 ოქტომბრის დაწესება აჩვენებს იმ წვლილს, რომელსაც პედაგოგები მომავალი თაობების აღზრდისა და განათლებისთვის იღებენ.