ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასკოლო სპორტული კვირეულის დასკვნით ეტაპზე ბრწყინვალე წარმატება მოიპოვეს
06-10-2022
ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდი სასკოლო სპორტულ კვირეულში მონაწილეობდა. 

კვირეულის დასკვნითი ეტაპი ნინოშვილის ქუჩაზე მდებარე პარკში გაიმართა. მასში სხვადასხვა სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმატებას სპორტის სხვადასხვა სახეობაში მიაღწიეს. კერძოდ, კროსში, ვაჟებს შორის სამივე სინჯის მედალი მოიპოვეს. პირველი ადგილი - ნიკოლოზ სადილიანი, მეორე ადგილი - ნიკა ნამჩევაძე, მესამე ადგილი - გიორგი უკლებაი. გოგონებიდან ვერცხლის მედალი მარი გოგელიძემ დაიმსახურა. 

გამარჯვებულები ქალაქის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, იმერეთის ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარემ რეზო რობაქიძემ და ქუთაისის სპორტის სამსახურის განყოფილების უფროსმა მანანა მანაგაძემ დააჯილდოვეს. 

„ქალაქის ხელმძღვანელობამ ჩვენი სკოლის ჩართულობა სასკოლო სპორტულ კვირეულში დადებითად შეაფასა. გუნდი მოამზადეს გულნარა ბზიკაზემ და ბესიკ ჯანელიძემ“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203