ახალქალაქის N1 საჯარო სკოლაში მასწავლებელთა პროფესიული დღე განსაკუთრებულად აღინიშნა
06-10-2022
ახალქალაქის N1 საჯარო სკოლაში მასწავლებელთა პროფესიული დღე განსაკუთრებული ღონისძიებით აღინიშნა.
პედაგოგებმა ერთმანეთს მათი დღე მიულოცეს და ასევე, მადლიერი მოსწავლეებისგან გულწრფელი მილოცვები მოისმინეს.
მასწავლებლებმა 5 ოქტომბრის აღსანიშნავად ერთად სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.
აღსანიშნავია, რომ 5 ოქტომბერს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. იუნესკოს მიერ მასწავლებელთა საერთაშორისო დღედ 5 ოქტომბრის დაწესება აჩვენებს იმ წვლილს, რომელსაც პედაგოგები მომავალი თაობების აღზრდისა და განათლებისთვის იღებენ.