ქობულეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პედაგოგებს ნახატების გამოფენა მიუძღვნეს
06-10-2022
ილია ჭავჭავაძის სახელობის ქობულეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პედაგოგებს პროფესიული დღე განსაკუთრებულად მიულოცეს.
სამოქალაქო კლუბის წევრთა ორგანიზებით სკოლაში მოსწავლეთა ნახატების გამოფენა თემაზე - „ჩემი მასწავლებელი“, მოეწყო. კლუბის წევრებმა ნახატების გამოფენა და კომპოზიცია მასწავლებლის საერთაშორისო დღეს მიუძღვნეს.
პედაგოგებს დილით, შენობის შესასვლელში გამოფენილი მოსწავლეთა ნამუშევრები დახვდათ. მასწავლებელთა უმრავლესობამ მოსწავლეთა მიერ დანახული, სითბოთო და სიყვარულით შექმნილი საკუთარი პორტრეტები ამოიცნეს.
მოსწავლეებს გამოფენის მოწყობაში დიდი დახმარება თავად დირექტორმა, ნანი ცივაძემ გაუწიათ.
აღსანიშნავია, რომ 5 ოქტომბერს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. იუნესკოს მიერ მასწავლებელთა საერთაშორისო დღედ 5 ოქტომბრის დაწესება აჩვენებს იმ წვლილს, რომელსაც პედაგოგები მომავალი თაობების აღზრდისა და განათლებისთვის იღებენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს